რომელ ქვეყანას აქვს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტი?

VisaGuide-მა მსოფლიოს ძლიერი პასპორტების ინდექსი განაახლა. დეკემბრის რეიტინგში ლიდერი შეიცვალა: სინგაპურმა ლიდერობა დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანას დაუთმო, ამის შესახებ VisaGuide წერს.
ამჯერად პირველი ადგილი ესპანური პასპორტმა დაიკავა. სწორედ ეს დოკუმენტი იქნა აღიარებული ამ მომენტისთვის მსოფლიოში ყველაზე ძლიერად.
ესპანური დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ პასპორტის გარეშე იმოგზაურონ 43 ქვეყანაში, უვიზოდ – 106 ქვეყანაში და მხოლოდ ელექტრონული ნებართვით – 11 ქვეყანაში. ესპანეთის მოქალაქეებს 200-დან 18 ქვეყანაში მხოლოდ ტრადიციული ვიზა სჭირდებათ.
ესპანური პასპორტს რეიტინგში მოსდევს სინგაპურის პასპორტია. სწორედ ის იყო ყველაზე ძლიერი დოკუმენტების სიის ლიდერი, როცა ინდექსი ბოლო დროს განახლდა. მესამე ადგილზეა გერმანული პასპორტი.
ყველაზე ძლიერი პასპორტების ათეული ასე გამოიყურება:
ესპანეთი;
სინგაპური;
გერმანია;
იტალია;
საფრანგეთი;
ნიდერლანდები;
ფინეთი;
შვედეთი;
ნორვეგია;
.
საქართველოს პასპორტი ამ კვლევაში 75-ე ადგილზეა, რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს – სომხეთის პასპორტი 121-ე ადგილზეა, აზერბაიჯანის – 122-ზე, თურქეთის – 94-ზე, ს – 93-ზე, უკრაინის – 62-ე ადგილზეა, ბოლო – 199-ე პოზიციაზე კი სომალის პასპორტია.