თოვისა და ქარბუქის გამო, ახალქალაქი-კარწახის გარკვეულ მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი და ცუდი მხედველობა) საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.