სექტემბერში AMBEBI.GE-სთან ბიზნესმენ დათო კოდუას დედა, ლაურა ღაჭავა აცხადებდა, რომ მის შვილს ოჯახი არ მიუტოვებია და ალექსანდრა პაიჭაძე შემთხვევითი ადამიანი იყო, წყვილი ამ ინტერვიუს შემდეგ უფრო ხშირად ჩნდება საზოგადოებაში.
ამჯერად ალექსანდრამ და კოდუამ დუბაიში იმოგზაურეს. რომანტიკული ვოიაჟის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები მოდელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ბიზნესმენ კოდუას იმიჯი შეცვლილი აქვს, ის უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება და „ბლანჟეს“ ატარებს. ფოტოებში კოდუა ახალგაზრდა შეყვარებულთან ერთად მხიარული და ბედნიერია, მიუხედავად იმისა, რომ ასეთივე ბედნიერი ჩანდა სამი თვის წინ პირველ ცოლ-შვილთან ესპანეთში.
ალექსანდრა და დათო უკვე რამდენიმე წელია შეყვარებული არიან, წყვილს საერთო შვილი, გოგონა ჰყავთ, რომლის დაბადების დღეც ცოტა ხნის წინ, ერთად აღნიშნეს.
„დავით კოდუა სხვანაირ ქალთან ვერ წარმომიდგენია. ზუსტად ერთნაირები ვართ. ძალიან გული მწყდება, რომ ხალხი მხოლოდ გარეგნობით აფასებს ადამიანებს. ის ადამიანები, რომლებმაც ჩემზე თქვეს, რომ მასთან ფულის გამო ვარ, თავად ყველაფერზე წავლენ ფულის გამო…“ – ამბობდა ალექსანდრა ambebi.ge-სთან ინტერვიუში.