“ვუთხარი პრეზიდენტ ბაიდენს, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ საბოლოო გამარჯვებამდე, რამდენი ხანიც საჭირო იქნება, შეერთებულ შტატებს ეს ესმის” –

-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს, სადაც ისრაელსა და ღაზაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები და “ჰამასის” ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლების საკითხი განიხილეს, გამოეხმაურა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, მან პრეზიდენტ ბაიდენისგან მხარდაჭერა მიიღო და თავის მხრივ უთხრა, რომ საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლებს.
“ვუთხარი პრეზიდენტ ბაიდენს, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ საბოლოო გამარჯვებამდე, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. შეერთებულ შტატებს ეს ესმის,” – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
“გუშინ საღამოს კიდევ ერთხელ ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენს. მე ვაფასებ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ პოზიციას გაერო-ს უშიშროების საბჭოზე. პოზიცია, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს საომარ ძალისხმევას. გუშინ ვუთხარი პრეზიდენტ ბაიდენს, რომ ვიბრძოლებთ საბოლოო გამარჯვებამდე, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს ესმის. ვნახე მცდარი ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი შეგვიშალა და ახლაც გვიშლის რეგიონში ოპერაციების განხორციელებაში. ეს არ არის სიმართლე. არის სუვერენული ქვეყანა, ომის გადაწყვეტილება დაფუძნებულია ჩვენს ოპერატიულ შეხედულებებზე,” – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა