მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა შობას 25 დეკემბერს ზეიმობს

25 დეკემბერს ქრისტეშობას 11 ავტოკეფალიური, მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტიანების უმრავლესობასთან ერთად იზეიმებს:
· კონსტანტინოპოლის
· ალექსანდრიის
· ანტიოქიის
· საბერძნეთის
· კვიპროსის
· რუმინეთის
· ბულგარეთის
· ალბანეთის
· ჩეხეთ-სა
· ამერიკის
· უკრაინის
7 იანვარს ქრისტეშობას 5 ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია შეხვდება:
· იერუსალიმის
·
· საქართველოს
· სერბეთის
· პოლონეთის
უკრაინის ეკლესია 25 დეკემბერს შობას წელს პირველად აღნიშნავს.
11 ეკლესია უძრავ საეკლესიო დღესასწაულებს “ახალი კალენდარული სტილით” (შესწორებული იულიუსის კალენდარი) ზეიმობს, ხოლო მოძრავს – “ძველი კალენდარული სტილით” (იულიუსის კალენდარი).
ამრიგად, ქრისტეშობას მართლმადიდებელ ეკლესიათა უმრავლესობა დასავლელ ქრისტიანებთან ერთად აღნიშნავს, ხოლო აღდგომას და მასზე მიბმულ დღესასწაულებს, უკვე იმ ექვს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომელიც იულიუსის კალენდარზე რჩება და შობას 7 იანვარს აღნიშნავს.
25 დეკემბერს შობას კათოლიკე ეკლესია და პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობა ზეიმობს. სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობას 6 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულთან ერთად აღნიშნავს.
(ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია არ არის აღიარებული მსოფლიო საპატრიარქოს მიერ, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მას აღიარებს).