ტრამპი: 8 მაისს II მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს ვარქმევ

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 8 მაისს მე-2 მსოფლიოში გამარჯვებას იზეიმებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი მის მიერვე დაფუძნებულ სოციალურ ქსელში, Truth-ში წერს.
“ბევრი ჩვენი მოკავშირე და მეგობარი ზეიმობს 8 მაისს, როგორც გამარჯვების დღეს. თუმცა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების უზრუნველსაყოფად ჩვენ იმაზე ბევრად მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ.
ამიტომ, 8 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს ვარქმევ, ხოლო 11 ნოემბერს – პირველ მსოფლიო ომში. ჩვენ გავიმარჯვეთ ორივე ომში. არავინ ყოფილა ჩვენთან ახლოს ძალით, სიმამაცით და სამხედრო ბრწყინვალებით, მაგრამ ჩვენ არასდროს ვზეიმობთ არაფერს – ეს იმიტომ, რომ ლიდერები აღარ გვყავს, რომლებმაც იციან ეს როგორ გააკეთონ. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი გამარჯვებების აღნიშვნის ისევ დაწყებას”, – აცხადებს ტრამპი.
8 მაისს – მსოფლიო, 9 მაისს კი 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ქვეყნები ნაციზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ, მათ შორისაა საქართველო.
თარიღებს შორის განსხვავების მიზეზი სასაათო სარტყელია. გერმანიამ კაპიტულაციას საბჭოთა კავშირის წინაშე ხელი 1945 წლის 8 მაისს მოაწერა, 23:01 საათზე. თუმცა მოსკოვის დროით უკვე 9 მაისი იყო დამდგარი.
· აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, მაიკლ უოლცმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს – მედია
· “სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი, გახდეს ისტორიული” – რაზე ისაუბრეს ტრამპმა და ზელენსკიმ ვატიკანში
· ს დაკრძალვის ცერემონიამდე, ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – თუ ადგილობრივ არჩევნებზე გავდივართ, ავტომატურად ლეგიტიმაციას ვცნობთ, რადგან ეს მათი არჩევნებია – „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრობის კანდიდატები 100%-ით სუს-თან თანხმდება