ვოლოდიმირ ზელენსკი მინერალების შეთანხმებაზე – ახლა ეს თანასწორუფლებიანი შეთანხმებაა, რომელიც უკრაინაში ინვესტიციების შესაძლებლობას ქმნის

ეს თანასწორუფლებიანი შეთანხმებაა, რომელიც ში ინვესტიციების შესაძლებლობას ქმნის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“შეთანხმება არის, ხელმოწერილია, უკრაინის უმაღლეს რადაში რატიფიცირებისთვის გადაიგზავნება, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებით არავითარი შეყოვნებები არ იყოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის წარმომადგენლებმა კარგად იმუშავეს და მომზადების პროცესში შეთანხმება მნიშვნელოვნად შეიცვალა.
“ახლა ეს ნამდვილად თანასწორუფლებიანი შეთანხმებაა, რომელიც ქმნის უკრაინაში ინვესტიციების შესაძლებლობას – საკმაოდ წონიანს – ამის გარდა, უკრაინაში წარმოებების მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის [შესაძლებლობას] და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენს სახელმწიფოში იურიდიული პრაქტიკების მოდერნიზაციის [შესაძლებლობას]”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეთანხმებაში არ არის დავალიანება და იქნება აღდგენის ფონდი, რომელიც უკრაინაში ინვესტირებას მოახდენს.
“ეს ამერიკასთან ერთად მუშაობაა და სამართლიან პირობებზე, როდესაც პარტნიორობაში ფულის შოვნა შეუძლია უკრაინის სახელმწიფოსაც და შეერთებულ შტატებსაც, რომლებიც დაცვაში გვეხმარებიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ევროპარლამენტარებთან განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა – გარწმუნებთ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა დიდ ბრიტანეთშიც

ამირან გამყრელიძე – არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა – გადაწყვეტილების მიმღებებს გთხოვთ, თავი შევიკავოთ მეტი ესკალაციისგან და მოვნახოთ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს