– პარტიის თავმჯდომარეობაზე ჩემი კანდიდატურა არ განიხილება – თუ იქნება პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად წარმოდგენილი, ამას მხოლოდ მივესალმები და მხარს დავუჭერ

ერთპიროვნული გადაწყვეტილებები ჩვენთან არ მიიღება, ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება ხდება და ვინც იქნება, მხარს დავუჭერთ – თუ იქნება პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად წარმოდგენილი, ამას მხოლოდ მივესალმები და მხარს დავუჭერ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ დასახელდება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის პოზიციაზე.
„პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი. ერთპიროვნული გადაწყვეტილებები ჩვენთან არ მიიღება, ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება ხდება და ვინც იქნება, მხარს დავუჭერთ.
პარტიის თავმჯდომარეობაზე ჩემი კანდიდატურა არ განიხილება. მე ვარ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, ასევე, დედაქალაქის მერი. ჩემთვის თანამდებობებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რიგითი ჯარისკაცი ვარ, უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული როგორც ქალაქის წინაშე, ასევე, პარტიული მუშაობის თვალსაზრისითაც.
თუ ირაკლი იქნება პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად წარმოდგენილი, ამას მხოლოდ მივესალმები და მხარს დავუჭერ“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყრილობა 7 მაისს ჩატარდება, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება