გიორგი სიორიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე – პროკურატურა დღემდე მალავს სამხილებს, ხელს აფარებს იმ ისტორიულ ორგანიზებულ დანაშაულს, რომელიც „ქართულმა ოცნება“ ჩაიდინა, ცესკო-ს, სუს-ის და სასამართლოს მეშვეობით – ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას

პროკურატურა დღემდე მალავს სამხილებს, ხელს აფარებს იმ ისტორიულ ორგანიზებულ დანაშაულს, რომელიც „ქართულმა ოცნება“ ჩაიდინა, -ს, სუს-ის და სასამართლოს მეშვეობით – ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვინც ამის თანამონაწილეა! – ამის შესახებ ცესკოში „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
როგორც მან საპარლამენტო ს სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას აღნიშნა, იანვრის შემდეგ არანაირი ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა გამოძიების შესახებ.
„ცესკო-მ პროკურატურას მიმართა არჩევნების გაყალბების გამოძიების მოთხოვნით. ამ გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ სასამართლოს მეშვეობით გამოძიების საწყის ეტაპზევე დალუქა ცესკო-ს საცავები, სადაც ინახებოდა ელექტრონული მოწყობილობები და საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ხელმოწერილი ჩეკები. აქ იმალება სიმართლე, თუ როგორ დატრიალდა ეს მასშტაბური „კარუსელი“. გამოძიების ფარგლებში, შუალედური დასკვნა იანვარში გამოაქვეყნა პროკურატურამ, გამოკითხული ყოფილა 400-მდე პირი, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და ყველაფერი ისე ყოფილა, როგორც „ქართულ ოცნება“ გვიცხადებდა. რეალურად, არანაირი შედეგი არ დაიდო.
არანაირი ინფორმაცია ამის შემდეგ გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე არ გასაჯაროებულა. ეს დოკუმენტაცია კვლავ მიუწვდომელია ჩვენთვის. არანაირი ნდობა არ აქვს არც პროკურატურას, არც სუს-ს, არც სასამართლოს და არც ცესკო-ს, თუმცა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას. პროკურატურა დღემდე მალავს სამხილებს, ხელს აფარებს იმ ისტორიულ ორგანიზებულ დანაშაულს, რომელიც „ქართულმა ოცნება“ ჩაიდინა, ცესკო-ს, სუს-ის და სასამართლოს მეშვეობით. ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვინც ამის თანამონაწილეა“,-აღნიშნა სიორიძემ.