„გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რომელ ეპიზოდსაც მას პროკურატურა ედავება, იმ ტერიტორიაზე საერთოდ არ ყოფილა

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის წარმომადგენელი, ანა ყურაშვილი აცხადებს, რომ რომელ ეპიზოდსაც მას პროკურატურა ედავება, იმ ტერიტორიაზე საერთოდ არ ყოფილა.
როგორც მან ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, დაკისრებულ ჯარიმას არ ეთანხმება.
„პატიმრობას ველოდი, მაგრამ აღნიშნულ ჯარიმასაც არ ვეთანხმები, ვინაიდან არ ვიყავი იმ პროცესში იქ, რასაც მედავებიან. მედავებიან დერეფნის ეპიზოდს და მირიან ქავთარაძისთვის „მონის“ დაძახებას, მაგრამ ფიზიკურად არ ვყოფილვარ იქ და კადრებშიც არსად ვჩანვარ. წარმოუდგენელია საიდან ამომიცნეს. მეუბნებიან, რომ ამომიცნეს ტელევიზიებიდან, ოღონდ ტელევიზიებშიც არ ვჩანვარ“, – განაცხადა ანა ყურაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს, ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას 4000-4000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. ორივესთვის პატიმრობას ითხოვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია