ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პირდაპირი მოკავშირეა და მათ განცხადებებს საერთოდ ფასიც კი არ აქვს, როდესაც ისინი საქართველოზე საუბრობენ

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პირდაპირი მოკავშირეა და მათ განცხადებებს საერთოდ ფასიც კი არ აქვს, როდესაც ისინი საქართველოზე საუბრობენ
ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პირდაპირი მოკავშირეა და მათ განცხადებებს საერთოდ ფასიც კი არ აქვს, როდესაც ისინი საქართველოზე საუბრობენ, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაზე საუბრისას, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფება.
„ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებებს კი არა, ევროპარლამენტის 5-ზე მეტი ისეთი რეზოლუცია გვახსოვს, როდესაც ოფიციალური განცხადებები აბსოლუტურად ტყუილითაა გაჯერებული. მიმართულია, მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ, რომ დეზინფორმაცია გაავრცელონ ჩვენს ქვეყანაზე საერთაშორისო არენაზე და ამავდროულად ქვეყნის შიგნით, პოლარიზაცია გაზარდონ“, – განაცხადა გორდულაძემ.
„ევროპის სახალხო პარტია“ – EPP რეზოლუციაში ასევე, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი დანიშნოს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა