ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე 50 დღეზე მეტია, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უგულებელყოფს – ზეწოლის გაგრძელებაა აუცილებელი

უკვე 50 დღეზე მეტია, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ -ის წინადადებას უგულებელყოფს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ასევე, ჩვენი წინადადებებიც იყო, სულ მცირე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან თავის შეკავებისა და ცაში, ზღვასა და ხმელეთზე ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შესახებ. რუსეთმა ამ ყველაფერს დაბომბვებისა და თავდასხმების ახალი ტალღებით უპასუხა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, რუსეთზე ძლიერი დიპლომატიური ზეწოლაა საჭირო.
„იმისთვის, რომ რუსეთი იძულებული გახდეს მოლაპარაკებებს დათანხმდეს, ზეწოლის გაგრძელებაა აუცილებელი. რაც უფრო ეფექტური იქნება სანქციები, მით უფრო დიდი იქნება რუსეთზე ზეწოლა ომის დასასრულებლად. რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის თავდაცვა და ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალები, მით უფრო მეტი სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ევროპარლამენტარებთან განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა – გარწმუნებთ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა დიდ ბრიტანეთშიც

ამირან გამყრელიძე – არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა – გადაწყვეტილების მიმღებებს გთხოვთ, თავი შევიკავოთ მეტი ესკალაციისგან და მოვნახოთ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს