უცხოელი მამაკაცის დაჭრის ბრალდებით დაკავებული ელიზბარაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების მონაწილეები. დაჭრილ უცხოელ მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას ცეცხლი, სავარაუდოდ, 41 წლის გურამ ელიზბარაშვილმა გაუხსნა. შემთხვევისას დაშავდა თავად ელიზბარაშვილიც.
“კურიერის” კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ გადაიყვანეს ბრალდებული პოლიციის განყოფილებიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადით კლინიკაში. მანამდე კი ის სამართალდამცველების შეკითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა.
მომხდარი დაპირისპირების მოტივად ძაღლთან დაკავშირებული კონფლიქტი სახელდება. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. ელიზბარაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირი გადაიქცა გარყვნილების და კორუფციის ბუდედ – უნდა ამოვიღოთ ის მუხლი კონსტიტუციიდან, სამარცხვინო მდგომარეობა, როდესაც ევროკავშირზე და NATO-ზე ვლაპარაკობთ, ორგანიზაციებზე, რომლებიც პრაქტიკულად ჩამოიშალნენ, აღარც ევროკავშირი და აღარც NATO არაფერს არ წარმოადგენს