მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მთავრობამ მიიღო აქტი, რომელიც სამუშაო სივრცეში კონკრეტული დანადგარების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მთავრობამ მიიღო აქტი, რომელიც დაარეგულირებს სამუშაო სივრცეში კონკრეტული დანადგარების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
როგორც მიხეილ სარჯველაძე აღნიშნავს, ბიზნესსექტორისთვის და დამსაქმებლებისთვის ახალი ვალდებულებები გაჩნდება, ნორმატიული აქტი კი გამოიწვევს დასაქმების ადგილებზე უბედური შემთხვევების კლებას.
„გვაქვს საფუძველი, ახლა ვისაუბროთ სამომავლოდ გაუმჯობესებულ შესაძლებლობებზე, რომელსაც გააჩენს ახლად მიღებული ნორმატიული აქტი. ეს გახლავთ კონკრეტული დადგენილება, რომელიც დაარეგულირებს სამუშაო სივრცეში კონკრეტული დანადგარების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულებები ჩნდება ბიზნესსექტორისთვის, დამსაქმებლებისთვის, იმ ყველა დაწესებულებისთვის, სადაც განთავსებულია დანადგარები.
ასევე დგინდება ვალდებულება პროფესიონალებისთვის, რომლებიც უშუალოდ იმუშავებენ ამ დანადგარებთან, ხელმისაწვდომი უნდა იყოს სამუშაო ინსტრუქციები, დოკუმენტები, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოდ ამ დანადგარების გამოყენებას და სხვა.
ჩვენი მოლოდინია, რომ ამ ნორმატიული აქტის მოქმედების შემდეგ, 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან, ესეც თავის მხრივ გამოიწვევს კლებას უბედური შემთხვევებისა დასაქმების ადგილებზე“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება