ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დაკავებული პირების ნაწილს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

ქურდულ სამყაროსთან კავშირისათვის დაკავებული პირების ნაწილს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. სპეცოპერაციები – თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში ჩატარდა. ჯამში, დაკავებულია 18 პირი.
მათი ნაწილი კრიმინალური ავტორიტეტების სახელით მოდავე მხარეებს პოულობდა და, ფულის დაბრუნების სანაცვლოდ, საკუთარ წილს ითხოვდა. ფარული აუდიომტკიცებულებების გარდა, საქმეში დევს დაზარალებულების ჩვენებებიც. თანხის გადახდაზე უარის შემთხვევაში, გარჩევებში ტელეფონით უკვე უშუალოდ ე.წ. ქურდები ერთვებოდნენ.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, თანხა და კომპიუტერული ტექნიკა. ნაპოვნია ის მობილური ტელეფონებიც საიდანაც, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. დაკავებულ 18 პირს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს “დიფ სთეითი” მთელს მსოფლიოში განსაკუთრებით აქტიურ ქმედებებზეა გადასული, სწორედ ამ დიდი გეგმის მცირე ნაწილია ტრამპისა და მასკის დაპირისპირება, რომელშიც საზოგადოებას უნდა დარჩეს ერთადერთი განცდა – მასკი არის მართალი, ხოლო მისი იდეები ჭეშმარიტი

პატიმრების უმრავლესობა იყო ნაწამები, „შემჯდარი“ ფსიქოტროპულ საშუალებებზე, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღმოაჩინა, რომ ამდენი ნაწამების გაუსაძლისი ტკივილის მართვა და ვითარების დასტაბილურება შეუძლებელი იყო, მისცეს სრული თავისუფლება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენებისა ციხეებში