გიორგი ბუტიკაშვილი: რა გავლენა აქვს დღეს აშშ-სა და უკრაინას შორის ხელმოწერილ შეთანხმებას MEGOBARI აქტზე?

❓️❓️რა გავლენა აქვს დღეს -სა და ს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას MEGOBARI აქტზე?
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასთან გაფორმებული 10-წლიანი უსაფრთხოების შეთანხმება პირდაპირ არ უკავშირდება MEGOBAR აქტს, იგი მნიშვნელოვნად ცვლის გეოპოლიტიკურ კონტექსტს.
⭕️ რა არის აშშ-უკრაინის შეთანხმება?
ეს არის ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმება, რომელიც ავალდებულებს შეერთებულ შტატებს, უზრუნველყოს გრძელვადიანი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა უკრაინისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ წარმოადგენს ნატოს გარანტიას, იგი პოლიტიკური სიმტკიცისა და სტრატეგიული პარტნიორობის მტკიცე სიგნალია ს წინააღმდეგ.
⭕️ როგორ აისახება ეს MEGOBAR აქტზე?
პირდაპირ არა, მაგრამ არსებითად – კი.
უკრაინის მიმართ აშშ-ის გადაწყვეტილება ნათლად მიუთითებს: ამერიკა იმ რეგიონების გვერდით დგას, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ რუსეთის აგრესიას და იცავენ დემოკრატიულ ღირებულებებს.
ამ კონტექსტში, MEGOBARI აქტიც იგივე სტრატეგიული მიზნის ნაწილია — ხელი შეუშალოს რუსულ გავლენას საქართველოში, დაიცვას სამოქალაქო საზოგადოება და დაეხმაროს ქვეყანას, დაბრუნდეს დემოკრატიის გზაზე.
ახალი იმპულსი ჰაუსში MEGOBARI-ს მხარდასაჭერად
კონგრესის წევრებისთვის ახლა კიდევ უფრო თვალსაჩინოა: უკრაინასთან გაფორმებული შეთანხმება – დემოკრატიული პარტნიორების წახალისებაა. ამერიკის გადაწყვეტილება დაახლოებით ასე ჟღერს: ,,ჩვენ ვმოქმედებთ სტრატეგიულად, საქართველოც ამ სტრატეგიის ნაწილი უნდა გახდეს,,
ვინაიდან, MEGOBARI აქტი ეფუძნება იმავე გეოპოლიტიკურ ლოგიკას: აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის გავლენისა და ჰიბრიდული ავტორიტარიზმის შეკავებას.
❗️❗️უკრაინასთან შეთანხმების ხელმოწერით, შეერთებული შტატები აჩვენებს სერიოზულ დამოკიდებულებას შავი ზღვის რეგიონის მიმართ. საქართველო არის შემდეგი სტრატეგიული პარტნიორი. ეს აძლიერებს აქტის მხარდამჭერთა არგუმენტებს და შესაძლოა, დააჩქაროს მისი მიღების პროცესი.
⭕️ დამატებითი ზეწოლა „რუსი ივანიშვილის“ ხელისუფლებაზე.
➡️ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოხატული სტრატეგიული მხარდაჭერა აჩვენებს, რომ იმ ქვეყნებთან, რომლებიც ირჩევენ ავტორიტარიზმის გზას, ვაშინგტონი კრიტკულია. საქართველო, ამ მოცემულობაში, ან გახდება რეგიონული სტრატეგიული პარტნიორი — ან დარჩება რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ იზოლირებულ სახელმწიფოდ.
⭕️ იმოქმედებს თუ არა უშუალოდ კენჭისყრაზე? იურიდიულად — არა, მაგრამ პოლიტიკური რეალობის დონეზე — კი:
➡️ უკრაინასთან გაფორმებული შეთანხმება აძლიერებს MEGOBARI-ს სტრატეგიულ საფუძველს;
➡️ ხელს უწყობს ორპარტიულ მხარდაჭერას;
➡️ და აჩენს გეოპოლიტიკურ განცდას, რომ საქართველოს საკითხის იგნორირება არღვევს რეგიონის საერთო უსაფრთხოების არქიტექტურას.
დასკვნა:
აშშ-ის გადაწყვეტილება უკრაინასთან შეთანხმების გაფორმების შესახებ მკაფიო გზავნილია: საქართველო გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ყურადღების ცენტრშია. MEGOBARI აქტის მხარდაჭერა ამ ფონზე უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს — როგორც სტრატეგიული სოლიდარობის გამოხატულება და როგორც გზავნილი მათ მიმართ, ვინც უარს ამბობს დემოკრატიაზე,” –  წერს სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გიორგი ბუტიკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

საგარეო უწყება – ევროპის საბჭო და ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ნიკა ჩიტაძე – ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება საინფორმაციო ომს აგებს და ეს არის პრობლემა – „ქართული ოცნება“ აჯერებს ხალხს, რომ თუ არ იქნებიან ხელისუფლებაში, იქნება ომი, „ნაცები“ დაბრუნდებიან, ევროპა ქართველობას გვართმევს