მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება ვერავითარი ეკონომიკური წინსვლა, ჩვენი პასუხისმგებლობაა საზოგადოების წინაშე, მაქსიმუმი გავაკეთოთ ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის

მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება ვერავითარი ეკონომიკური წინსვლა, ჩვენი პასუხისმგებლობაა საზოგადოების წინაშე, მაქსიმუმი გავაკეთოთ ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის
მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება ვერავითარი ეკონომიკური წინსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამ კუთხით, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის შინაგან საქმეთა სამინისტროს.
„მადლობა მინდა გადავუხადო პირადად მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს. გახსოვთ, რა პროცესები გამოვიარეთ ამ გასული თვეების და რამდენიმე წლის განმავლობაში და რომ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრის, თითოეული პოლიციელის მოწოდების სიმაღლეზე დგომა, ჩვენ ვერ შევინარჩუნებდით სტაბილურობას და შესაბამისად, არ გვექნებოდა არც ასეთი ეკონომიკური ზრდის მონაცემები. ბატონ ვახტან გომელაურს მადლობა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ეკონომიკურ გუნდს. ჩვენი პასუხისმგებლობაა საზოგადოების წინაშე, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
Previous: საქართველოში შესაძლოა მაიდანი მოხდეს. ჩვენ ძალიან ვაწვებით და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქციები იმართება. ჩვენ ძალიან გულმოდგინედ ვმუშაობთ ამაზე

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა