რუსეთმა ვერასდროს შეძლო ერად ჩამოყალიბება, ის ყოველთვის იყო და ახლაც არის იმპერია – ჯოზეფ ბორელი

რუსეთმა ვერასდროს შეძლო ერად ჩამოყალიბება, ის ყოველთვის იყო და ახლაც არის იმპერია, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა The Guardian-თან განაცხადა.
ვერასდროს გადაიქცა ერად. ის ყოველთვის იყო იმპერია ჯერ მეფით, შემდეგ საბჭოთა მმართველობისას და ახლა, პუტინის პირობებშიც. ეს არის რუსეთის მუდმივი მდგომარეობა და მისი პოლიტიკური იდენტობა. როგორც შედეგი კი, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს მეზობლებისთვის და განსაკუთრებით ჩვენთვის“, – აღნიშნა ბორელმა.
მისი თქმით უკრაინის ომში ფსონი ევროკავშირის არსებობაზე დევს.
„შესაძლოა, ახლა არის მომენტი, როდესაც უნდა დავინახოთ დიდი ქვეყნებისგან მომავალი საფრთხე, რაც ჩვენს დემოკრატიას ემუქრება, ემუქრება ევროპას და არა მხოლოდ ს. თუ ჩვენ სასწრაფოდ არ შევცვლით კურსს, თუ არ მოვახდენთ რესურსის მობილიზებას, თუ მივცემთ პუტინს გამარჯვების უფლებას, და ასევე, ვერ შევაჩერებთ ტრაგედიას ღაზაში, მაშინ ჩვენი პროექტი უფრო დიდ ზიანს მიიღებს“, – განაცხადა ბორელმა.