“მესმის, რომ ჩემი ბინა დიდია და კარგ ადგილას, მაგრამ ამ ყველაფერმა “ქოცები” რომ გაგაკვირვათ უცნაურია… მამაჩემი მშენებელია…” – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?

“მესმის, რომ ჩემი ბინა დიდია და კარგ ადგილას, მაგრამ ამ ყველაფერმა “ქოცები” რომ გაგაკვირვათ უცნაურია… მამაჩემი მშენებელია…” – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:
„რად­გან ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა პრო­პა­გან­დას ყო­ველ­თვის ვუ­პა­სუ­ხოთ, მი­წევს ამ სტა­ტუ­სის და­წე­რა. ყვე­ლა ნორ­მა­ლურ და ადეკ­ვა­ტურ ადა­მი­ანს ბო­დიშს ვუხ­დი ასე­თი პი­რა­დი დე­ტა­ლე­ბის­თვის მეს­მის, რომ ჩემი ბინა დი­დია და კარგ ად­გი­ლას, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­მა “ქო­ცე­ბი” რომ გა­გაკ­ვირ­ვათ უც­ნა­უ­რია… ბი­ძი­ნამ რა სა­ი­დან იყი­და ჩა­გა­ბა­რათ ან­გა­რი­ში? მისი სახ­ლე­ბის კვად­რა­ტუ­ლო­ბა დათ­ვა­ლეთ? ბი­ძი­ნას ფუ­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბა და­ად­გი­ნეთ?
თქვენ­მა მთავ­რო­ბებ­მა ტყე­ე­ბი რო­გორ გა­და­უ­ფორ­მეს ცო­ლებს ეგ ამ­ბა­ვი გა­ი­გეთ?
სუს-ის ქოლ ცენ­ტრე­ბი­დან ვინ რამ­დე­ნით მდიდ­რდე­ბა იცით? წი­ლო­სა­ნის მამა, რო­მე­ლიც მი­ლი­ო­ნებს შო­უ­ლობ­და წინა მთავ­რო­ბა­ში, ახლა რამ­დენ მი­ლი­ონს ჭრის იცით, ოღონდ ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვენს ხარ­ჯზე, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტით ხდე­ბა.
არც მა­მა­ჩემს და არც მე, არა­სო­დეს გვი­მუ­შა­ვია სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში, მაგ­რამ მა­ინც ჩა­გა­ბა­რებთ ან­გა­რიშს.
მა­მა­ჩე­მი მშე­ნე­ბე­ლია. მის­მა პარტნი­ო­რებ­მა და მე­გობ­რებ­მა აა­შე­ნეს ეს კორ­პუ­სე­ბი.
მშე­ნებ­ლო­ბა 2000-ებში და­ი­წყო. შე­ვარ­დნა­ძის დრო. პირ­ვე­ლი ბინა, რო­მე­ლიც ზუ­რი­კომ ამ კორ­პუ­სებ­ში აიღო სწო­რედ მა­რი­ა­მის ბინა იყო.
ორი ბინა და­ი­მა­ტა ბ კორ­პუს­ში. უნ­დო­და ყვე­ლას ერ­თად გვე­ცხოვ­რა.
მე­თორ­მე­ტე­ზე ჩემი მშობ­ლე­ბი, ძმა, მისი შვი­ლე­ბი ცხოვ­რობ­დნენ.
მე­ა­თე­ზე მე.აქ , მა­მა­ჩე­მის ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი მა­ში­ნაც კი, როცა წინა ქორ­წი­ნე­ბა­ში ვი­ყა­ვი.
მა­მა­ჩე­მი ყო­ველ­თვის იყო ჩემი ფი­ნან­სუ­რი სიმ­ყა­რე და ეს იცის ბევ­რმა, მათ შო­რის იმ ადა­მი­ა­ნებ­მაც, რომ­ლე­ბიც დღეს “რუს­თა­ვი 2” – ში და “იმედ­ში” მუ­შა­ო­ბენ.
ყო­ველ­თვის უსა­მარ­თლოდ ვთვლი­დი, რო­დე­საც ჩემი ცხოვ­რე­ბის ფურ­ფუ­შე­ლებს სხვა გვარს აწერ­დნენ და სი­მარ­თლე გი­თხრათ მომ­წონს კი­დეც სა­ჯა­როდ იმის და­წე­რა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩემი სიმ­ყა­რე ყო­ველ­თვის ზუ­რი­კო იყო.
ამი­ტო­მაც ვი­ყა­ვი ყო­ველ­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში. არ­სად წას­ვლა მე არ მი­წევ­და. ყო­ველ­თვის მა­მის ბუ­დე­ში ვრჩე­ბო­დი და ყო­ველ­თვის მისი იმე­დი მქონ­და.
ეს სტა­ტუ­სი დიდი გა­მო­მი­ვი­და და ცალ­კე დავ­წერ ჩემ­ზე და იქ­ნებ იგი­ვე მოს­თხო­ვოთ მთავ­რო­ბის წევ­რებ­საც”.