ბაიდენი ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტი ს პრემიერმინისტრ ს შაბათს ტელეფონით ესაუბრა.
როგორც Reuters თეთრ სახლზე დაყრდნობით წერს, მათ ისრაელის სამხედრო ოპერაციების მიზნები და მიმდინარეობა განიხილეს. ასევე, ისაუბრეს სამოქალაქო პირთა სიცოცხლის დაცვის საჭიროებასა და “ჰამასის” მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების აუცილებლობაზე.
ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის თქმით, პრემიერმა “ცხადად თქვა, რომ ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას, სანამ მისი ყველა მიზანი არ შესრულდება.”
ბაიდენმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას “არ უთხოვია ცეცხლის შეწყვეტა” ნეთანიაჰუსთვის. პრემიერმა მადლობა გადაუხადა მას გაეროს უშიშროების საბჭოში დაკავებული პოზიციისთვის.