გორში პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო

გორში პოლიციის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
საუბარია 21 დეკემბერს ხე-ტყის უკანონო ჭრისთვის დაკავებულთაგან ერთ-ერთზე, რომლის ოჯახის თქმითაც, დაკავების დროს მას პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა და დაზიანებები მიაყენა.
“აქედან რომ წაიყვანეს, თავში ურტყეს და უმიზეზოდ გადმოაგდეს. იქ დააფიქსირა პროკურორმა, რომ გაგვიძალიანდაო, ხელშეკრული კაცი როგორ გაუძალიანდა ოც კაცს? ჯერ აქვე გადმოაგდეს მძინარე ლოგინიდან და მერე გზაში ოთხი კაცი პისტოლეტს ურტყამდა თავში.
ექიმი ვალდებულია, ჩაწეროს რა მიზეზით, რა მდგომარეობით მოვიდა. ამას მოვითხოვ, ექიმის დაკითხვას და საბუთების გამოთხოვას”, – ამბობს მთავარ არხთან დაკავებულის ოჯახის წევრი.
როგორც ფორმულას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია