ჟურნალისტი, ვახო სანაია:
რიგით ქოცს აშფოთებს ქალთან არაადამიანური მოპყრობა და მერე მისი დაპატიმრება ვიღაც ჭანჭიკი დგებუაძის გამო; აშფოთებს ოჯახში შევარდნა, სადაც ორსული ქალი და ბავშვი იმყოფებიან; აშფოთებს, როცა ქალს სახლში უცვივდებიან და ამას იქვე მამა და შვილი უყურებენ; აშფოთებს, როცა ქალს კისერს უგრეხენ აქციებზე; აშფოთებს ახალგაზრდების უმოწყალო ცემა; აშფოთებს ნარკოტიკების ჩადება…. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი მტრად მიაჩნია, მართლა აშფოთებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჰუმანურია. იმიტომ, რომ საკუთარ კომფორტზე ფიქრობს. ქოცი წუხს, რომ პროტესტმა ღრმად შეაღწია მეტისმეტად ვიწრო წრეებში, სანათესავოში, ოჯახებშიც კი. და თუ ეს სისასტიკე მისი ოჯახის წევრს, ბიძაშვილს, მამიდაშვილს შეეხო, მას მოუწევს, გამოვიდეს კომფორტის ზონიდან და გარშემო დაამტკიცოს, რომ ადამიანია, მინიმუმ არაადამიანი არ არის; როცა მის უახლოეს ადამიანს იზოლატორში გააშიშვლებენ ან ციხეში ჩასვამენ, მან ან სანათესავო უნდა დაკარგოს ან ფორმალურად მაინც დაანახოს სხვებს, რომ ადამიანად რჩება. ანუ ეს ფაქტი შეუძლებელს გახდის, დარჩეს ბიძინას ისეთ ხმამაღალ მხარდამჭერად, როგორიც მანამდე იყო (თუმცა, სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როცა ოჯახის წევრებზეც კი გაჩუმდნენ, მაგრამ დისკომფორტი მაინც აქვთ საზოგადოებრივი აზრის გამო). ქოცი მოქმედებს პრინციპით – მე ბიძინა მაწყობს, მხარს ვუჭერ, ათასი მოგონილი საბაბით გავამართლებ მის მმართველობას, ამიტომ ეს სისასტიკე მე არ შემეხება. ყველაფერზე ტაშს ვუკრავ და მე არავინ მომექცევა ასე, მაგრამ არის ფაქტები, როცა ვერც სუფრაზე, ვერც ბირჟაზე, ვერც სანათესავოში ვეღარ ვიქნები ისეთი ფაქტების გამმართლებელი, რომელიც ჩემს ვიწრო წრეს შეეხება. განიარაღებული ვრჩები, ვერანაირი სხვა საბაბი და გამოგონილი ,,არგუმენტი” ვერ მშველის მაშინ, როცა ჩემს ნათესავ ქალს გააშიშვლებენ; ჩემს ბიძაშვილს ნარკოტიკს თუ ჩაუდებენ, მე ვერ დავიმალები და სასამართლოზე მისვლა მომიწევს სხვა ნათესავებთან ერთად. ამიტომ შფოთავს ქოცი და არა იმიტომ, რომ ჰუმანური პრინციპები იღვიძებს მასში. თუ ამთავრებ დიქტატურის დამყარებას, ისე გააკეთე, მე არ ჩამაგდო ასეთ ,,უხერხულ” მდგომარეობაში. სამწუხაროდ, ის კი არ ესმით, რომ სხვანაირად არ მყარდება დიქტატურა. ჰგონიათ, გაძვრებიან. ვერა. ზუსტად ასე მოქმედებს დიქტატურა, ის ბოლოს ყველაზე თავგადაკლულ ქოცსაც შეეხება – არა მხოლოდ ახლო წრეს, არამედ პირადად მასაც, მაგრამ, როგორც კონსტანტინე ჩახუნაშვილმა დაწერა, შენამდე რომ მოვლენ, ესე იგი, ყველას გადაგვიარეს
და შენს დედასაც შ***ცი აწი.
