დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველი 100 დღე ABC-სთან ინტერვიუში შეაჯამა – “ჩვენი ქვეყანა ბრუნდება და ჩვენ კვლავ პატივს გვცემენ”

ინტერვიუს 40-წუთიან ჩანაწერსა და ტექსტურ ვერსიას აქვეყნებს თავად ABC. თეთრმა სახლმა გაავრცელა პრეზიდენტის ზოგიერთი ციტატა. ჟურნალისტ ტერი მორანთან საუბარი ოვალურ კაბინეტში შედგა.
დონალდ ტრამპმა ილაპარაკა ეკონომიკაზე, იმიგრაციაზე, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საგარეო პოლიტიკაზე.
ABC-ს ინფორმაციით, ტრამპმა ხაზი გაუსვა ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკას და შეეცადა ეკონომიკის საკითხებით შეწუხებული ამერიკელების დარწმუნებას თავისი ნაბიჯების მართებულობაში.
ტრამპმა აღიარა, რომ ს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა მას “აცურებდეს“ სთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხზე და არაერთხელ გააკრიტიკა თავისი წინამორბედი, .
-ის პრეზიდენტმა დადებითად მოიხსენია ადმინისტრაციის ზოგიერთი მაღალჩინოსანი თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთისა და ელონ მასკის ჩათვლით, რომელიც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობასა და უკრაინის საკითხს, პრეზიდენტმა 30 აპრილის ინტერვიუში გაიმეორა ის, რაც რამდენიმე დღის წინ სოციალურ პლატფორმაზე დაპოსტა. ტრამპმა მორანს განუცხადა, რომ „შესაძლებელია“ პუტინი „აცურებდეს“ მას:
„დიახ, ეს შესაძლებელია. რა თქმა უნდა. შესაძლებელია, ის ცოტათი მატყუებდეს. ვიტყოდი, რომ მას სურს ომის დასრულება. ვფიქრობ, რომ…“ – და აქ ჟურნალისტი ჩაეკითხა: „გჯერათ ეს?“ – „მე რომ არა, ვფიქრობ, პირადად მას მოუნდებოდა მთელი ქვეყნის აღება. …ყოველთვის ვგრძნობდი და როცა დავასრულე პრეზიდენტობა, შანსიც კი არ იყო, რომ ეს მომხდარიყო. როცა ბაიდენი შეუდგა საქმეს, არ ვიტყვი სათანადოდ მიუდგა თუ არა საკითხს, მაგრამ აშკარად არ იყო კარგი მიდგომა, რადგან ომი დაიწყო“ – ტრამპის პასუხს ციტირებს ABC.
„ვფიქრობ, პუტინს სურდა მთელი უკრაინა“ – ტრამპი ირწმუნება, რომ პუტინი იმიტომ შეიჭრა უკრაინაში, რომ ბაიდენი იყო პრეზიდენტი – „ვფიქრობ, მე რომ არ გამემარჯვა არჩევნებში, ის აიღებდა მთელ უკრაინას“.
ტრამპმა იმავე ინტერვიუში მოგვიანებით დასძინა: „მჯერა, [პუტინს] ჩემ გამო სურს ბრძოლის გაჩერება“.
თეთრი სახლი გამოყოფს ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელშიც პრეზიდენტმა ტრამპმა ილაპარაკა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან ვატიკანში გამართულ შეხვედრაზეც: „ეს გარკვეული თვალსაზრისით იყო დამშვიდების მომენტი, ვინაიდან უამრავი ადამიანი იღუპება… და მე ძალიან განვიცდი ამას. ეს არის ომი, რომელიც არ უნდა მომხდარიყო, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი“.
ჟურნალისტ ტერი მორანის შეკითხვაზე – სამშვიდობო შეთანხმება თუ არ შედგა, შეუწყვეტს თუ არა აშშ სამხედრო დახმარებას უკრაინას – ტრამპმა უპასუხა, რომ არ სურს ამის თქმა: “მსურს ეს დავტოვო დიდ, მსუყე საიდუმლოდ, რადგან არ მინდა მოლაპარაკებების ჩაშლა” და იქვე დასძინა, რომ მისი შეფასებით პუტინის მიერ უკრაინის დასახლებების დაბომბვა “არამართებული” იყო.
თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა პირველი 100 დღის უდიდეს მიღწევად დაასახელა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება:
„საზღვარი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა მართლაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო… შემოდიოდნენ მკვლელები, ყველა შემოდიოდა… ახლა ეს სრულად ჩაკეტილია. არავის ეგონა, ეს მოხდებოდა, თუმცა მოხდა და სწრაფადაც“.
საკუთარი პრეზიდენტობის პირველი ასი დღე ერთ ფრაზაში ასე მოაქცია: „მე ვაკეთებ ერთ რამეს: მე ვაქცევ ამერიკას კვლავ დიადად… ჩვენი ქვეყანა დიდად დაზარალდა და ახლა ჩვენი ქვეყანა ბრუნდება ისე, როგორც ვერავინ წარმოიდგენდა“.
მთავრობის ხარჯების ეფექტიანობაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 150 მილიარდი დოლარი დაიზოგა: „ეს ძალიან დიდი ფულია… არის რაღაცები, რომელთა აღდგენაზეც ახლა ვფიქრობ, თუმცა მთლიანობაში ასობით მილიარდი დოლარი დავზოგეთ… აგრეთვე აღმოვაჩინეთ უზარმაზარი ფლანგვა, თაღლითობა და ბოროტად გამოყენება“.
ფორუმი