გვარამია შედგა როგორც რეპრესიების მომწყობი და საქმეების კარგად შემკერი, თუნდაც, ჩემი ძმის, ცოტნეს სრულად უსამართლო საქმე ავიღოთ

გიორგი გამსახურდია, „ახალის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ილუსტრაციას ეხმიანება და გვარამიას ე.წ. პოლიტიკოსს უწოდებს, რომელიც შედგა, როგორც რეპრესიების მომწყობი და საქმეების “შემკერი”.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას მიერ გამოქვეყნებულ ილუსტრაციას, გამსახურდიას თქმით, სხვებს არა, მაგრამ თავად გვარამიას ხშირად ადარებენ ზოგიერთ ფრინველს.
“ე.წ. პოლიტიკოსის, გვარამიას პოსტი ამომიგდო ფეისბუქმა. ვერ შედგა ეს კაცი, ვერც პოლიტიკაში და ვერც ჟურნალისტიკაში. შედგა როგორც რეპრესიების მომწყობი და უდავოდ საქმეების კარგად შემკერი. თუნდაც, ჩემი ძმის, ცოტნეს სრულად უსამართლო და ყველანაირ სიმართლეს მოკლებული საქმე ავიღოთ. ახლა რაც შეეხება იმ ბინძურ ილუსტრაციას, რასაც ბიძინა ივანიშვილს თავისი ჭკუით უძღვნის და მიაჩნია შემოქმედებად. სხვებისა რა ვუთხრა, მაგრამ, მასზე ხშირად გამიგია რომ ზოგიერთ ფრინველს ადარებენ და აბა რა გითხრათ…” – წერს გიორგი გამსახურდია Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს