ირაკლი ფავლენიშვილი – „წინააღმდეგობის პლატფორმის“ წევრი რადგან არ ვართ, შეხვედრებში ვერ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორებთან გვაქვს აქტიური ურთიერთობა

„წინააღმდეგობის პლატფორმის“ წევრი რადგან არ ვართ, შეხვედრებში ვერ მივიღებთ მონაწილეობას – გვქონდა რაღაც საკითხები, რის გამოც „წინააღმდეგობის პლატფორმასთან“ კომუნიკაცია უბრალოდ არ იქნებოდა პატიოსანი საქციელი, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც „წინააღმდეგობის პლატფორმის“ წევრების, საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას ეხმაურება.
ს განცხადებით, როცა საჭიროება იქნება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თავადაც შეხვდებიან, რადგან მხოლოდ „წინააღმდეგობის პლატფორმას მონოპოლიზებული ვერ ექნება ოპოზიციური სპექტრი“.
„ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვიყავით ერთიანობის ლობისტები. ერთიანობას უწოდეს შემოგდებული თემა და ისაუბრეს კოორდინაციაზე. კოორდინაციით ისედაც ვკოორდინირებთ, ისედაც გვაქვს შეხვედრები და ისედაც გვაქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რა საკითხები განიხილება. ამის პრობლემა არც მომავალში იქნება. თუ მოხდა ამ სისტემის დემონტაჟი, კოალიციურ მმართველობაზე როცა დაიწყება საუბარი „ნაციონალური მოძრაობაც“ იქვე იქნება. ამას ჩვენი ელექტორალური ბაზაც განაპირობებს, სამართლიან და ობიექტურ არჩევნებში მიღებული შედეგიც განაპირობებს, რომელიც აუცილებლად დადგება.
„წინააღმდეგობის პლატფორმის“ წევრი რადგან არ ვართ, შეხვედრებში ვერ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორებთან გვაქვს აქტიური ურთიერთობა. ალბათ, ნახავდით, „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე გამოვიდა თინა ბოკუჩავა, სააკაშვილიც იყო საპატიო სტუმრად მიწვეული. ჩვენ დასავლეთთან კონტაქტები არ გვაკლია, არც დიპლომატიურ კორპუსთან კონტაქტები არ გვაკლია. ამ ფორმატის წევრები არ ვართ, ეს საზოგადოებამაც იცის. როცა იქნება საჭიროება მხოლოდ ამ ფორმატის წევრები არ შეხვდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მათ მონოპოლიზებული ვერ ექნებათ ოპოზიციური სპექტრი“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
კითხვაზე, როგორ ხედავს კოალიციურ მთავრობაში თანამშრომლობის პერსპექტივას, ირაკლი ფავლენიშვილი პასუხობს: „კოალიციურ მთავრობაზე საუბარი მაშინ, როდესაც ყოველდღიურად ჩვენ ტერორის ქვეშ ვართ, გუშინ ჩვენი პარტიის წევრს დახვდა ხუთი, კეტით შეიარაღებული პირი, რა დროს კოალიციურ მთავრობაზეა საუბარი, კონკრეტულ აქციებზე უნდა იყოს საუბარი, კონკრეტულ წერტილოვან დარტყმებზე, სანქციებზეც უნდა იყოს საუბარი. ვკოორდინირდეთ ამ ყველაფერზე“.