წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური არის წარმატებული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი

საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, თავდაცვის მინისტრი მიესალმა და იუბილე მიულოცა რეკრუტებს, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს, რომლებმაც საქართველოს თავდაცვის ძალების პროფესიულ დღეს ქვეყნისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი დადეს და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს შეუერთდნენ:
„მყარ ფუნდამენტზე იზრდება, ძლიერდება და ვითარდება ქართული ჯარი. ახალგაზრდა თაობა კი, ჩვენი ჯარის იმედია. წვევამდელთა თითქმის ნახევარი საკუთარი სურვილით გადის სამსახურს და იხდის ვალდებულებას სამშობლოს წინაშე“, – განაცხადა მინისტრმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და თავდაცვის ძალები ასეთი წარმატებული რეფორმებით გააგრძელებს განვითარებას.
Previous: საქართველოს თავდაცვის ძალების 34-ე იუბილე ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში აღინიშნა

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი კვალიფიცური სამუშაო ძალის დეფიციტზე – ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მთავარი გამოსავალი განათლების სისტემის გაუმჯობესებაა, მას შემდეგ, რაც სრულფასოვნად განხორციელდება განათლების რეფორმა, ეს სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება