რატომ არ მოსწონს ოპოზიციას გაზრდილი ბიუჯეტი და რას პასუხობენ ოპონენტებს “ოცნებაში” – დღეს პარლამენტში ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებენ

საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტი 28,5 მილიარდი ლარია. დღეს საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს განიხილავენ.
ბიუჯეტში მობილიზებული თანხა ხელფასების ზრდას, პროექტების დაფინანსებას, ჯანდაცვის, განათლებისა და ეკონომიკის, ასევე, სოციალურ მიმართულებებს უნდა მოხმარდეს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბიუჯეტი დაბალანსებულია და ქვეყნის საჭიროებებს სრულად არის მორგებული.
“პენსიების ზრდა, ხელფასების 10%-ით გაზრდა – პრაქტიკულად, არ დარჩენილა სამინისტრო, რომელსაც არ მომატებოდეს ხელფასი. ადრე საუბრობდნენ მთავარ საკითხებზე, რომ ბიუჯეტის დეფიციტი გაქვთ, ვალია დიდი, თანხები არ გყოფნით და ა.შ. ყველა პარტიას თავისი შეხედულება აქვს, ზოგს უნდა სოციალურში გაუშვას თანხა, ზოგს – ში, ზოგს – თავდაცვაში და ა.შ. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არის დაბალანსებული ბიუჯეტი, რომელიც ყველა მიმართულებას უზრუნველყოფს,”- აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე.
დოკუმენტის ცვლილების მხარდაჭერას არ აპირებს ოპოზიცია.
“იზრდება ისეთი დაფინანსება, რომელიც არის პრივილეგირებული, მაგალითად, ძალოვანი სტრუქტურების კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, მაგრამ არიან დაჩაგრული სფეროებიც და სამარცხვინო ფაქტია. ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსების ზრდა არის ნული. ისეთი ხარჯებია გაწეული, რომელიც ხმარდება ბიუროკრატიას, არის არაეფექტიანი, გამიზნულია “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ბიზნესებისათვის და, ასევე, პოლიტიკური ხარჯები, რომლებიც წინასაარჩევნოდ გაიწევა,”- აცხადებს “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე ,

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს “დიფ სთეითი” მთელს მსოფლიოში განსაკუთრებით აქტიურ ქმედებებზეა გადასული, სწორედ ამ დიდი გეგმის მცირე ნაწილია ტრამპისა და მასკის დაპირისპირება, რომელშიც საზოგადოებას უნდა დარჩეს ერთადერთი განცდა – მასკი არის მართალი, ხოლო მისი იდეები ჭეშმარიტი

პატიმრების უმრავლესობა იყო ნაწამები, „შემჯდარი“ ფსიქოტროპულ საშუალებებზე, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღმოაჩინა, რომ ამდენი ნაწამების გაუსაძლისი ტკივილის მართვა და ვითარების დასტაბილურება შეუძლებელი იყო, მისცეს სრული თავისუფლება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენებისა ციხეებში