მამუკა ხაზარაძე – საქართველოს თითოეულ ჯარისკაცს ვულოცავ შეიარაღებული ძალების დღეს! – დღეს, როცა ქვეყნის საუკუნოვანი მტერი ასე ახლოსაა და გვიტევს ყველა ფლანგზე, თქვენ ხართ ჩვენი უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტი

საქართველოს თითოეულ ჯარისკაცს ვულოცავ შეიარაღებული ძალების დღეს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ქართველი ჯარისკაცები საქართველოს უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტორები არიან.
„დღეს, როდესაც ქვეყნის საუკუნოვანი მტერი ასე ახლოსაა და გვიტევს ყველა ფლანგზე, თქვენ ხართ ჩვენი უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტი.
არ დავივიწყოთ, ჩვენ ანწუხელიძის ქვეყანაში ვცხოვრობთ და უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია სამშობლოს წინაშე!
ჩვენ, ყველა ერთად – ვემსახურებით საქართველოს!“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი