მე პატიმრებს გამოვუშვებდი – ქეთი დუმბაძე

მწერალთა სახლის დირექტორი, გუშინ, პოეზიის საღამოზე, პოეტ გაგა გოგსაძის პროტესტს ტვ პირველთან ეხმაურება, იგი მედიასთან სინდისის პატიმრებზე დასმული კითხვის პასუხად ამბობს:
მისი პოეზიის საღამო იყო. ვიცოდი, მისი პოზიციის შესახებ… მისი უფლებაა მისი აზრის გამოხატვა. რა დამოკიდებულება შეიძლება, მქონდეს პატიმრების მიმართ? მე გადმოვფენდი თეთრ ბაირაღებს და ყველას გამოვუშვებდი. სხვა სირღმეებში ნუ შევალთ, მე ვარ მწერალთა სახლის დირექტორი, რომელსაც მაინტერესებს ნიჭიერი ადამიანები. მისი უფლება იყო, წაეკითხა ლექსები და ეთქვა ის, რაც თქვა და ამის გამო არც არავინ შეშფოთებულა და არც არავის წინააღმდეგობა გაუწევია.
პოეზიის საღამოზე მიწვეულმა პოეტმა გაგა გოგსაძემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა, სადაც სინდისის პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადა, რეჟიმის რეპრესიები გააპროტესტა და თქვა, რომ ქვეყნის გათვისუფლების ბედი ახლა რუსთაველზე წყდება.
განცხადებას დარბაზში რეჟიმის მომხრე ქეთი დუმბაძეც უსმენდა. მას არაფერი უთქვამს, თუმცა პოეტის საპოროტესტო გზავნილებს დარბაზში იმ მწერლების ტაში მოჰყვა, რომლებიც ბოიკოტში არ არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად