სახალხო დამცველი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კოკის მოსახლეობას შეხვდა და მათ მდგომარეობას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
სახალხო დამცველის განცხადებით, აუცილებელია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ინფრასტრუქტურული განვითარება, რაც ამ ტერიტორიების ეკონომიკურ გაძლიერებასა და სერვისების ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს და მოსახლეობას თავის კარ-მიდამოში დარჩენის მოტივაციას შეუქმნის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად