ცესკომ, ფაქტობრივად, აღიარა, რომ არჩევნებზე ხმის ფარულობა დაცული არ იყო – ტატო ქელბაქიანი

ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ტატო ქელბაქიანის თქმით, არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის გარდა, კიდევ უამრავი ხარვეზი და დარღვევა იყო:
ცესკომ, ფაქტობრივად, უკვე აღიარა თავისივე გადაწყვეტილებით, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფარულობა იყო დარღვეული, რომელიც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი და რომელიც, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას. თუმცა, ფარულობის დარღვევის გარდა, არჩევნებზე იყო დაფიქსირებული უამრავი სახის დარღვევა, როგორიც იყო ძალადობა, კარუსელები და ა.შ.
თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხმის მიცემის აპარატებზე ბიულეტენის დასაფარ მოწყობილობას ამატებენ. ცესკომ ახალი დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირება გართულდება.
ოპოზიცია ამბობს, რომ ცესკო, ფაქტობრივად, აღიარა, რომ 2024 წლის არჩევნებზე მის ფარულობა დარღვეული იყო, ამიტომ აუცილებელია, ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ