“დე-ბიძინიზაცია – ყველა ქვეყანამ, რომელიც ევროპის მომავალზე ღელავს, დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები ივანიშვილს” – იუკნევიჩიენე

საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ „ევროპის სახალხო პარტიის” შეკრებაზე განაცხადა:
„საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ერია ჩვენს კონტინენტზე. დღეს ევროპული საქართველოს კრემლის სტილის საქართველოსთვის წაგების ძალიან რეალური რისკის წინაშე ვდგავართ. ს მმართველობის ქვეშ საქართველო წლებია შორდებოდა ევროპას, მაგრამ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოს ვარდნის ახალი თავი დაიწყო. სასტიკი რეპრესიები, ძალადობა, დაპატიმრებები – ყველაფერი კრემლის სახელმძღვანელოდან. თავის დროზე ევროპის სანდო პარტნიორი საქართველო პუტინის მარიონეტად იქცევა. ეს უდიდესი დანაკარგია არა მხოლოდ ყველა თავისუფლების მოყვარე ქართველისთვის, არამედ სტრატეგიული მოკავშირის დაკარგვაა შავი ზღვის რეგიონში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის. საქართველოს ამჟამინდელი რეჟიმი კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან წარმატებულად მიტაცების მაგალითია. ეს შეიძლება ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დაემართოთ, თუ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ. საქართველოს „დე-ბიძინიზაცია“- ჩვენს მომავალსა და უსაფრთხოებაში ჩვენი ინვესტიციაა. ყოველმა ქვეყანამ, რომელიც ევროპის მომავალზე ღელავს, დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელია გაყალბებულ არჩევნებსა და რეპრესიებზე“

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ