საქსტატი: 2025-ის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 970.5 ათასს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე – 1.3%-ით მეტია.
საქსტატის თანახმად, ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა – 187.7 ათასი ს ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს.
ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (225.3 ათასი), რუსეთის ფედერაციისა (219.3 ათასი) და სომხეთის (180.8 ათასი) მოქალაქეების მიერ.
საქსტატის თანახმად, 2025 წლის I კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 42.2 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
“ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 665.7 ათასი და 301.8 ათასი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული რეგიონების მიხედვით”, – ვკითხულობთ საქსტატის ინფორმაციაში.