ანრი ჯოხაძისა და ბაბი კირკიტაძის 2023 წლის დუეტმა „სიყვარული დაფრინავს“ იუთუბზე 8 მილიონი ნახვა დააგროვა.
ანრი ბაბის წარმატებას სოციალურ ქსელში ულოცავს და წერს:
„გილოცავ 8 მილიონიან გაფრენას“ – წერს ანრი.
დუეტი ანრიმ და ბაბით 2023 წლის საახალწლო სატელევიზიო კონცერტისთვის ჩაწერეს.
რამდენიმე დღის წინ ანრი ჯოხაძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული სოლო-კონცერტი გამართა. მომღერალი მსმენელის წინაშე საკუთარი პოპულარული სიმღერებითა და დუეტებით წარდგა. მან ცნობილი სიმღერები დასთან, მაგდა კოხაძესთან და ქართული სცენის სხვა ვარსკვლავებთან ერთად შეასრულა, მათ შორის იყვნენ: მაია ჯაბუა, ნინი ბადურაშვილი და ეკა კახიანი. საღამო ორიგინალური აკრობატული ნომრით მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ გააფორმა, რაც მსმენელისთვის მოულოდნელი სანახაობა აღმოჩნდა.
კონცერტის ერთ-ერთი ნომერი ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერა “სიყვარული დაფრინავს” იყო, რომელიც წლების წინ ნატო მეტონიძის, ლიზა გაბრატიონისა და უცნობის შესრულებით გახდა პოპულარული. ამ საღამოზე კი დუეტში ანრიმ და ბაბიმ შეასრულეს. სიმღერის დროს ბაბი კირკიტაძემ სპეციალური აღჭურვილობით ჰაერში აკრობატული ნომერი შეასრულა და ამით მაყურებლისა და მსმენელის განსხვავებული განწყობები დაიმსახურა – ზოგმა ორიგინალური ნომერი მოიწონა, ზოგმა კი ქილიკისა და კრიტიკის ობიექტად აქცია.
სოციალურ ქსელში ბაბი კირკიტაძისა და ამ შესრულების მიმართ დაწერილ ნეგატიურ კომენტარებს მუსიკალური პროდიუსერი ნატო დუმბაძე გამოეხმაურა:
“ზაფხულის შემდეგ 7 კილო მქონდა მომატებული… შეიძლება მართლა არ მიხდებოდა, მაგრამ ასე ლანძღვა შეიძლებოდა?” – ბაბი კირკიტაძე მის მიმართ გამოთქმული ნეგატიური კომენტარების შესახებ საუბრობს
„ეს ორი დღეა, ბაბის ფრენას აღუშფოთებია „საზოგადოება“, ზოგი შეფარულად, ზოგიც ირიბად, ზოგს ვიდეო უდევს პატარა ცინიზმით გამსჭვალული კომენტარით, იციან, რომ კომენტარებში სხვები იქირქილებენ, იცინებენ, დაგმობენ, გააკრიტიკებენ, მოკლედ, საქმე გამოუჩნდათ! დიდი ხანია, არავინ გაუქილიკიათ! რა ჰქვია ამ ფენომენს, არ ვიცი და ვერ ვიცი! ბაბიკო, შენ კი სიყვარულისგან გეფრინოს მუდამ, ესაა ჩემი კომენტარი!“, – წერდა ნატო დუმბაძე.