ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
საზეიმო ღონისძიება, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა თეატრალიზებული წარმოდგენით დაიწყო. მუსიკალური და გასართობი პროგრამის შემდეგ, ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა ზვიად ბოლქვაძემ, სოფო გელოვანმა, გიორგი სუხიტაშვილმა, ნეკა სებისკვერაძემ, ნოდიკო ტატიშვილმა, ანი კეკუამ და ჯგუფმა “ირიაომ”მიიღო.
ღონისძიებას გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოქალაქეებთან ერთად დაესწრნენ.
საღამო გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი