ალ-შიფას დარბევა არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ | პალესტინის ჯანდაცვის მინისტრი

პალესტინის ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრი, მაი ალ-კაილამ დაადანაშაულა “კაცობრიობის, სამედიცინო პერსონალისა და პაციენტების წინააღმდეგ ახალი დანაშაულის ჩადენაში” საავადმყოფოში სამხედრო ოპერაციის განხორციელებით.
მისი თქმით, საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა ალ-შიფაში პერსონალის, პაციენტებისა და დევნილების სიცოცხლეზე.
პალესტინის ხელისუფლება მართავს ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ნაწილებს, რომლებიც არ არის სრულად ისრაელის კონტროლის ქვეშ და დომინირებს მოძრაობა “ფათაჰი”, “ჰამასის” მეტოქე. ქალბატონი ალ-კაილას ჯანდაცვის სამინისტრო განცალკევებულია “ჰამასის” მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროსგან ღაზაში.
ალ-შიფა არის ყველაზე დიდი საავადმყოფო ღაზაში და ისრაელიც და -იც ამტკიცებენ, რომ “ჰამასს აქვს სარდლობის ბაზა მის ქვეშ – რასაც ჰამასი უარყოფს. იხილეთ:
· ისრაელი აცხადებს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში ოპერაცია დაიწყო და “ჰამასის” მებრძოლებს მოუწოდებს ჩაბარდნენ