ცესკოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებს შეხვდნენ

ცესკოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებს შეხვდნენ
საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად შეხვედრა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის () თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ.
შეხვედრის განმავლობაში ცესკოს თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა არჩევნების ისტორიაზე, ამომრჩევლის როლზე და საარჩევნო უფლებაზე, განსაკუთრებული აქცენტით არჩევნებში პირველად მონაწილეობაზე, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასა და მის უპირატესობებზე, ასევე დეზინფორმაციის გავლენებზე და შედეგებზე საარჩევნო პროცესზე. გარდა ამისა, გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია 4 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სამზადისის შესახებ.
თავის მხრივ, სამოქალაქო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობაზე ისაუბრა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა. მისი თქმით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მათ შორის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანიც ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა და მათი ცნობიერების ამაღლებაა. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდობის სააგენტოსა და ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.
საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან შეხვედრებს მომავალშიც გეგმავს.
Next: ქართული თავდაცვის ძალები ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი გარანტია, ჩვენი ხელისუფლება, ისევე, როგორც დღემდე, მომავალშიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში