“ვკვდები როგორც ქალაქი…” – ამ სლოგანით ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” სიმბოლურ სირცხვილის დერეფანში გაატარეს.
სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, 5 წელი გავიდა, რაც “ქართულმა ოცნებამ” საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან თბილისში გადაიტანა და ამით ქალაქის კვდომა გამოიწვია.
როგორც აქტივისტები ამბობენ, საპარლამენტო სტატუსის დაკარგვის შედეგად ქალაქმა მოსახლეობის რაოდენობით მეორიდან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.