უკრაინელებმა რუსების გაშვებული 15 დრონიდან 14 გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა, წუხელ რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის 14 დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დრონები მიკოლაივის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ხმელნიცკის ოლქებში ჩამოაგდეს.
რუსულმა ძალებმა წუხელ ს პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან უკრაინის ტერიტორიისკენ Shahed-ის 15 დრონი გაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ