“USAID – ის პროგრამების შეჩერება რასაკვირველია უკან დაგვხევს”, – ამის შესახებ “ტირიფონის ბაღების” დამფუძნებელმა, ზურაბ გოჯიაშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ “ტირიფონის ბაღები” გორში, სოფელ კვარხითში, ზურაბ გოჯიაშვილმა 2014 წელს დააფუძნა. ვაშლის ბაღი სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით და USAID-ის დახმარებით გაშენდა. 31 ჰექტარის ფართობის სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით აღჭურვილ ბაღში დღეს 7 სახეობის ვაშლი და 2 სახეობის მსხალია გაშენებული. 2022 წელს, კომპანიამ დუბაიში სატესტო ექსპორტიც განახორციელა.
ზურაბ გოჯიაშვილი ირწმუნება, რომ საერთაშორისო დახმარების გარეშე ისეთი რისკიანი სფეროს გაკეთება, როგორიც სოფლის მეურნეობაა, კარგი არაფერი უწერია. ის დასძენს, რომ USAID კომპანიას ბაღში $15 000-ით, ხოლო სამაცივრე საწარმოს მოწყობაში $90 000-ით დაეხმარა.
“USAID-ის დახმარება უზარმაზარი იყო. თუმცა, ჩვენი საწარმოს შემთხვევაში, USAID ბაღში $15 000-ით და სამაცივრე საწარმოში $90 000-ით დაგვეხმარა. ამავდროულად, კრედიტების თანადაფინანსების თანხამ სახელმწიფოსგან ამავე პერიოდში დაახლოებით 3 მლნ ლარი შეადგინა. მერკანტილურად რომ მივუდგეთ, სახელმწიფომაც რომ შეაჩეროს დაფინანსება, სულ დავიღუპებით.
