უსახურავოდ დარჩენილი სახლები და მოგლეჯილი ხეები – კახეთში ზარალს ითვლიან

ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში სულ მცირე 30-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავები აქვს გადახდილი.
მოგლეჯილმა ხეებმა დააზიანა საყოფაცხოვრებო შენობები და საავტომობილო ინფრასტრუქტურა.
ერთ-ერთი, ვის სახლსაც ქარმა სახურავი გადახადა, ყვარელში მცხოვრები ხაბარაშვილების ოჯახია. იზა ხაბარაშვილი ამბობს, რომ ისინი ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ დარჩნენ და დახმარებას საჭიროებენ.
„ავეჯს და ლოგინებს ცელოფანი გადავაფარეთ, რომ არ დასველებულიყო. მერიიდან იმედი მომცეს დაგეხმარებითო და არ ვიცი, რა იქნება“ – ამბობს დაზარალებული.
ყვარლის მერის გივი ზაუტაშვილის თქმით, საავტომობილო გზები მოგლეჯილი ხეებისგან სრულად გაწმენდილია. მისივე ინფორმაციით, სპეციალური კომისია ადგილებზე ზარალს ითვლის.
ძლიერმა ქარმა მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა ლაგოდეხში, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის ეზოში. თავად შენობა არ დაზიანებულა. მუნიციპალიტეტის სოფლებში რამდენიმე სახლს სახურავიც აქ დაზიანებული.
ძლიერ ქართან ერთად თოვლი მოვიდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე. თელავის საგზაო სამმართველოს წარმომადგენლის, თამაზ აბდულაშვილის თქმით, ლიპყინულისა და დაბალი ხილვადობის გამო მოძრაობა სრულად აკრძალულია.
ადგილობრივ თვითმმართველობებში ჯერ ვერ ამბობენ დაეხმარებიან თუ არა იმ ოჯახებს, რომელთა სახლებსაც ქარმა სახურავი გადახადა.

ასევე დაგაინტერესებთ

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…

ირაკლი კობახიძე – დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე ბათუმამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის