გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა უპრეცედენტო სასწავლო პროგრამა – „იმუნური პატრული“, განახორციელა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო – კვლევითმა ცენტრმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ ოფისთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად სასწავლო პროგრამა – „იმუნური პატრული“ განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში 3 ქალაქის: თბილისის, ზუგდიდისა და თელავის 10- ზე მეტი საჯარო სკოლის მოსწავლე, დასწავლის უნიკალური მეთოდით, გაეცნო გადამდებ დაავადებებსა და მათი პრევენციის ღონისძიებებს.
„მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს მოსწავლეების ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და ბავშვთა ასაკში გადამდები დაავადებების შემცირებას საქართველოში.
გრუნის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და სკოლის ექიმთა ასოციაცია, რომლებსაც ხელმძღვანელობს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი – ლიანა სირაძე, განაგრძობს ჯანმოსთან თანამშრომლობასა და მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.