პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილება ერთი თვით გაუგრძელდა

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შესწავლის მიზნით შეიქმნა, უფლებამოსილება ერთი თვით გაუგრძელდა.
საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს სამი თვის ვადით შეიქმნა, რომელიც 5 მაისისთვის იწურება. კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა ვადის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივება მოითხოვა, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
წულუკიანმა პარლამენტს დღევანდელ სხდომაზე შუალედური ანგარიში წარუდგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელიას ადვოკატი – ოპოზიციური სპექტრის გაქრობის გადაწყვეტილებაა მიღებული – გამოდის, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გმობს დემოკრატიულ უკუსვლას, თვითნებობას, პროტესტებში მიიღებს მონაწილეობას, ჩაითვლება საბოტაჟის ჩამდენად

რასა იუკნევიჩიენე – „ქართული ოცნების“ რეჟიმი სრული სასოწარკვეთის მდგომარეობაში უკონტროლოდ, აგრესიულად იქცევა – ყველა, ვისაც ყალბი, შეთითხნილი ბრალდებები აქვს წაყენებული, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის გმირია