აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი – უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა – წინა ადმინისტრაციამ ზედამხედველობის თვალსაზრისით კარგად არ იმუშავა და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ

უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში -ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა Fox News Radio-თან ინტერვიუში განაცხადა.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა იყო და არის. ჩვენ გადასახადის გადამხდელთა ფული ყოველთვის უნდა დავიცვათ. იქ მილიარდობით დოლარი გაიგზავნა და მიმაჩნია, რომ წინა ადმინისტრაციამ ზედამხედველობის თვალსაზრისით კარგად არ იმუშავა. ამიტომ, ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ“, – განაცხადა მაიკ უოლცმა .
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, მ ისტორიული შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, როდესაც თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.
„დიახ, ის ომშია, მაგრამ ჩვენ ომის დასასრულებლად გზები უნდა ვიპოვოთ. ოვალურ კაბინეტში აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის შესწორების ნაცვლად, მას შეეძლო იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებაზე ხელი მოეწერა, რომელიც ჩვენი ქვეყნების ეკონომიკებს დააკავშირებდა“, – აღნიშნა უოლცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ