სახელმწიფო დეპარტამენტმა ერთი დღის დაგვიანებით გამოაქვეყნა რუბიო-ლავროვის სატელეფონო საუბარზე ცნობა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 28 აპრილს გამოაქვეყნა ცნობა წინა დღით სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ს საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებისგან განსხვავებით, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ ტამი ბრიუსის განცხადებაში დაზუსტებულია, რომ საუბრის ინიციატორი იყო:
“სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო გუშინ [27 აპრილს – რ.თ.] ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, ლავროვისავე თხოვნით.
მოსკოვში საგანგებო წარგზავნილ უიტკოფის 25 აპრილის ვიზიტის შემდეგ, სახელმწიფო მდივანმა რუსი კოლეგის ყურადღება გაამახვილა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომ ნაბიჯებსა და ომის ახლა დასრულების საჭიროებაზე.
სერიოზულად უდგება ამ უაზრო ომის დასრულების ხელშეწყობას”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
რუბიოსა და ლავროვის სატელეფონო საუბრის შესახებ ცნობა 27 აპრილსვე გამოაქვეყნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მასში არ იყო დაზუსტებული, ვისი ინიციატივით შედგა ზარი. აღნიშნული იყო, რომ ყურადღება დაეთმო „უკრაინის კრიზისის თემატიკას“ და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების „წინაპირობების კონსოლიდაციის მნიშვნელობას“.