,,მიმართულება მიდის იმისკენ, რომ დავდოთ წელიწადში 2-3 მლნ ევროს ღირებულების კონტრაქტი’’ – სამკერვალო ,,ივერია“ ჰოლანდიურ ბრენდთან მოლაპარაკებებს მართავს

,,მიმართულება მიდის იმისკენ, რომ დავდოთ წელიწადში 2-3 მლნ ევროს ღირებულების კონტრაქტი” – სამკერვალო ,,ივერია“ ჰოლანდიურ ბრენდთან მოლაპარაკებებს მართავს
სამკერვალო ,,ივერიამ“ ჰოლანდიური ბრენდისთვის შესაძლოა ჩანთები შეკეროს. მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. საუბარია 5 წლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე. ყოველწლიურად სამკერვალო დაახლოებით 2-3 მლნ. ევროს მიიღებს. ,,ივერიას“ დამფუძნებელი დავით ბიძინაშვილი ,,კომერსანტთან“ ბრენდს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ჰოლანდიური კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოში მაისში ელოდება.
,,ჰოლანდიასთან მაქვს კონტაქტი. გარკვეული კატეგორიის ჩანთების შეკერვას ვაპირებთ. მიმართულება მიდის იმისკენ, რომ დავდოთ წელიწადში 2-3 მლნ. ევროს ღირებულების კონტრაქტი. ეს იქნება 5 წლიანი კონტრაქტი. თეორიულად ასეა ჯერ. მაისში ველოდებით მათ წარმომადგენლებს. ეს ბრენდული კომპანიაა, მაგრამ ყველაფერს ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ ჩანთებზე. მათ ბევრი რამე აქვთ, მაგრამ ჯერ მხოლოდ ჩანთებზე არის საუბარი.”- აცხადებს დავით ბიძინაშვილი.
,,ივერიას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ მათ ჩანთების შეკერვის გამოცდილება აქვთ. ჰოლანდიურმა კომპანიამ კი დაინტერესება მას შემდეგ გამოხატა, რაც სამკერვალოს მათ მიერ წარმოებული ჩანთები ნახეს.
,,ჩვენი კომპანია კერავდა ჩანთებს და გვაქვს გამოცდილება და ამიტომ დაინტერესდნენ. ძალიან ბევრ ჩანთებს ვუკერავდით ტენდერებით -ს. ჩვენი ნიმუშები რომ ნახეს ეგრევე მიიღეს გადაწყვეტილება და თქვეს, რომ თქვენ გაქვთ ის რაც ჩვენ გვინდაო. ვართ მოლაპარაკებების პროცესში.”- აცხადებს დავით ბიძინაშვილი.