უნგრეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან ქვეყნის გასვლას მხარი დაუჭირა

უნგრეთის პარლამენტმა ხმა მისცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლას, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ უარს ვამბობთ ვიყოთ პოლიტიზირებული ინსტიტუტის ნაწილი, რომელმაც დაკარგა მიუკერძოებლობა და სანდოობა“, – წერს სიიარტო.
შეგახსენებთ, პიტერ სიიარტომ აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან ქვეყნის გასვლის შესახებ.