უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთის მიერ გაშვებული 15 “შაჰიდიდან” 14 ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ გასულ ღამეს ს მიერ გაშვებული 15 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 14 ჩამოაგდეს. უწყების თქმით, დრონები მიკოლაევის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ხმელნიცკის ოლქებში გაანადგურეს.
“ოკუპანტებმა ს რუსეთის ფედერაციიდან (პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან) “შაჰიდის” ტიპის 15 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს,” – ნათქვამია განცხადებაში.