მარტა კოსი – ევროკავშირი მოლდოვისა და უკრაინის გაწევრიანების პროცესების განცალკევებას განიხილავს, რადგან უნგრეთი მხოლოდ უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება

ევროკავშირი მოლდოვისა და უკრაინის გაწევრიანების პროცესების განცალკევებას განიხილავს, – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე „ორი ქვეყნის განცალკევებას არ გამორიცხავს“, რადგან უნგრეთი მხოლოდ უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.
„ჩვენ უკვე განვიხილავთ სხვადასხვა წევრ სახელმწიფოებთან, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ, რადგან მოლდოვასთან მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას არცერთი წევრი სახელმწიფო არ ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ევროკომისარმა.
ამასთან, მისი თქმით, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მოლდოვა ევროკავშირის წევრი ევროკომისრის თანამდებობაზე მისი მანდატის ამოწურვამდე გახდეს.
„წარუმატებლობად ჩაითვლება, თუ ევროკომისიის ამჟამინდელი შემადგენლობის მანდატის დროს ახალ წევრებს ვერ მივიღებთ. მოლდოვა მთელ ჯგუფში სამაგალითო სტუდენტია. ისინი ამ ისტორიულ მომენტს გრძნობენ“, – აღნიშნა მარტა კოსმა.