მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდოამრე, მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
იუსტიციის სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური იყო მას შემდეგ, რაც ყოფილი მოადგილე ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა.
„ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრი აპრილის დასაწყისში შეიცვალა – მას შემდეგ, რაც ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაინიშნა, ამ თანამდებობას პაატა სალია იკავებს.
პაატა სალია მე-11 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატობამდე, იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი, მანამდე კი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი ტელეკომპანიის საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში.
მერაბ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის 10-წლიანი ვადა 30 მარტს ამოეწურა. 9-წევრიან სასამართლოში სამ მოსამართლეს პრეზიდენტი ნიშნავს, სამს – უზენაესი სასამართლო, სამს კი – პარლამენტი.
ტურავა პარლამენტის არჩეული მოსამართლე იყო, მისი ადგილმონაცვლის დასამტკიცებლად კი „ქართულ ოცნებას“ საკმარისი ხმები არ აქვს, რადგან ოპოზიციამ უარი თქვა სადავო პარლამენტში შესვლაზე.
ტურავას უფლებამოსილების ამოწურვამდე ორი დღით ადრე თანამდებობა 5 წლით ადრე დატოვა უზენაესი სასამართლოს შერჩეულმა მოსამართლემ, შოთა კიკილაშვილმა. რომ არა მისი ეს გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვერ გახდებოდა რევაზ ნადარია, რომელიც მალევე აირჩიეს თავმჯდომარედ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა